სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: სარეკლამო ხასიათის ტექსტების შედგენა.


პროექტის მთავარი თემა: Die Freizeit.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უნდა შეძლოს სარეკლამო ხასიათის ტექსტების გაგება, შედგენა, ამოცნობა გრამატიკული სტრუქტურის, სხვადასხვა აფიშების  შედგენა, ლექსიკური მარაგის გამოყენება, ინტერაქციისას მიზანმიმართული გამოყენება. სტატისტიკური მონაცემების შევსება ყოფაცხოვრებაში.


პროექტის მიზნები: Freizeit.-მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა ეძლონ სტატისტიკის შევსება, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექსტების გაგება და შედგენა. მოსწავლე იგებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებულ განცხადებებს. სატელეფონო საუბრის წარმართვა, მარტივი სიმულაციური სიტუაციის გათამაშება.


მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ უნდა შექმნას სარეკლამო ხასიათის ტექსტი ნებისმიერ თემაზე. დაიცვას როგორც ლექსიკური ასევე ენობრივი სტრუქტურები. თავს უყრის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ რესურსებს. იყენებს კონკრეტული საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამის კლიშეებს, იცავს შესაბამის სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებში, სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას.


პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, დაფა, ცარცი, რვეული, წიგნი, კალამი, ფერადი შტივტი, თაბახის ფურცელი.

პროექტის მსვლელობა. ძირითადი აქტივობები: 
აქტივობა 1-წერის სტრატეგია. მოსწავლეები იყოფა 2 ჯგუფად.
1 ჯგუფი.-სარეკლამო ხასიათის ტექსტის მოსმენა-გაგება, ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრება. იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად და ქმნის სარეკლამო ხასიათის ტექსტს.
აქტივობა 2. გონებრივი აზროვნება. მოსწავლე სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე. იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა წინადადებების წარმოთქმის დროს. იყენებს ნასწავლ ლექსიკას. 

ვაფასებ მოსწავლეებთან ერთად შესასრულებელ დავალებას, ვაძლევ რამდენიმე შენიშვნებს და საბოლოოდ მიღწეულ შედეგებს.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.VIII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას  იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
  • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
  • იყენებს ნასწავლ ლექსიკას;

პროექტის ხელმძღვანელი:  რუსუდან ჩიქოვანი.

ხელძღვანელის ელ.ფოსტა: chiqovanirusudan@gmail.com